Friday, 14 February 2014

ანორექსია

ანორექსია
შეიძლება ითქვას, რომ ანორექსია ანუ მადის სრული უქონლობა ბულემიის საპირისპირო მოვლენაა. მას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.
ანორექსიის შესაძლო მიზეზებია:
  • ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, რაც განპირობებულია ტოქსიკური ნივთიერებების (მაგალითად, ვერცხლისწყლის) ზემოქმედებით ან დაავადებით (ტუბერკულოზით, ავთვისებიანი სიმსივნით);
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ამ დროს ანორექსია დაკავშირებულია საკვების მიღების შედეგად აღმოცენებულ დისკომფორტთან - ტკივილთან, მუცლის შებერვასთან, გულისრევასთან. ამ სიმპტომების შიშით ადამიანი მკვეთრად ზღუდავს საკვების მიღებას. აღსანიშნავია, რომ კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის დროს ანორექსია და ზიზღი საკვების მიმართ შესაძლოა წინ უძღოდეს სხვა სიმპტომებს;
  • ტკივილის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის ჭვალი;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ჩამოთვლილი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს ანორექსია იშვიათად არის წამყვანი სიმპტომი, მის გამომწვევ პათოლოგიას უმთავრესად საკმაოდ თვალსაჩინო ნიშნები ახასიათებს, ამიტომ უმადობის მიზეზი ძნელი დასადგენი არ არის. როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისითაც განსაკუთრებით საყურადღებოა ნერვული (ნევროზული) ანორექსია. ნევროზული ანორექსია, რომელიც კვებითი ქცევის პათოლოგიას წარმოადგენს, ეპიდემიის სახეს იღებს, მისი მსხვერპლნი კი უმთავრესად ის გოგონები არიან, რომლებიც ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, თავიანთი სხეულის პარამეტრები იდეალურს დაუახლოონ. იქნებ ზოგიერთ თქვენგანს უნატრია კიდეც, ნეტავ ცოტა ხნით ანორექსია დამემართოსო, არადა ანორექსია სულაც არ არის სანატრელი მდგომარეობა, ჩვენ მის ერთადერთ შედეგს - სიგამხდრეს ვხედავთ, ამიტომ ვერ ვაცნობიერებთ, რომ მადობა და უჭმელობა ორგანიზმისთვის სახიფათოა. ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ დაავადებათა შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა სწორედ ანორექსიას ახასიათებს.
ანორექსიის სიმპტომები
ანორექსიით დაავადებულს, უწინარეს ყოვლისა, იმით ამოვიცნობთ, რომ ვერაფრით გავაგებინებთ, როგორია მისი იდეალური წონა. ის ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ჭარბი წონა აქვს. წონის მატების შიში იმდენად ძლიერია, რომ ყველა სხვა გრძნობას აჩლუნგებს. სავალალო ის არის, რომ შიში მაშინაც კი არ ქრება, როცა ადამიანი შიმშილისგან ძვალად და ტყავად იქცევა.
ანორექსიით დაავადებულები უმთავრესად ორნაირად ცდილობენ წონის შემცირებას - ან საკვების მიღებას ზღუდავენ მკაცრი დიეტის მეშვეობით, ან საკვებს იღებენ, მაგრამ ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევენ ღებინებას, იკეთებენ გამწმენდ ოყნას, სვამენ საფაღარათო საშუალებებს.
ანორექსია განაპირობებს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, არითმიას, მუდმივ სისუსტეს, კუნთების სპაზმს, მომატებულ აგზნებადობას, უსაფუძვლო მრისხანებას.
ხშირია თუ არა ანორექსიაგანვითარებულ ქვეყნებში 12-დან 24 წლამდე ასაკის გოგონათა 2%-ს ანორექსია აქვს. დაავადებულთა 90% სწორედ მათ წილად მოდის.
ანორექსიის მკურნალობა
დადგენილია, რომ ანორექსია არც მანიაა და არც ცუდი ჩვევა. ის ფსიქიკური დაავადებაა. სამწუხაროდ, მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია, უფრო რთული, ვიდრე დეპრესიისა ან პანიკის შეტევისა. სამკურნალოდ იყენებენ ტრანკვილიზატორებს, ანტიდეპრესანტებს.
როგორც ვხედავთ, საკუთარი წონის კონტროლმა შეიძლება არანორმალური, ავადმყოფური ფორმა მიიღოს და ორი, რა საოცარიც არ უნდა მოგეჩვენოთ, რადიკალურად განსხვავებული ფორმით: ბულემიითა და ანორექსიით - გამოვლინდეს. ორივე შემთხვევაში:
  • უნდა გამოირიცხოს ბულემიის/ანორექსიის გამომწვევი დაავადების არსებობა.
  • უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავადმყოფი ვერ აკონტროლებს საკუთარ მდგომარეობას, რის გამოც მკურნალობის ორგანიზებაზე ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ.
  • უნდა გვახსოვდეს, რომ ბულემია და ანორექსია უმეტესად კვებითი ქცევის მოშლაა, რომლის წარმატებული მკურნალობაც ბევრად არის დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერაზე.
  • დავფიქრდეთ, იქნებ სჯობს ვეცადოთ, დავიცვათ ზომიერება, არ მივეცეთ ნაყროვანების ცოდვას, შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა.

გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ეს არის სტრესის და აქედან გამომდინარე კვებითი ქცევის დარღვევების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პირობა.

მკურნალობა ოჯახურ პირობებში (ნაწილი I)

                      მოწამვლვა
ა) 1ჭ. არაყში ჩავყაროთ 1ს/კ მარილი და მივიღოთ.
ბ) 1 ღვინის ჭიქაში ღიავარდისფრად გავხსნათ ,, მარგანცოვკა" და ისე მივიღოთ.
                   
                       გამონაყარი
დალიეთ ცერცველას ნახარში 1 ღვინის ჭიქა (დღეში 2-ჯერ).


               კბილის ტკივილი                    
ა)ერთი ცალი ვაშლი ყოველ საღამოს ძილის წინ.
ბ)დაიდეთ ნიორი მტკივნეული კბილის საწინააღმდეგო მაჯაზე.

                რევმატიზმის დროს
ნიახურის სალათი დღის განმავლობაში.

                             შაკიკი
2-3 კბილი დანაყილი ნიორი ჩადეთ მარლაში და დაიდეთ 10 წთ. მტკივნეულ ადგილას.

                   ძირმაგარასათვის
ა) ნატურალური თაფლისა და პურის ფქვილის საფენები.
ბ) შემწვარი ხახვისა და შაქრის საფენები.

                     რადიკულიტი
შავ ბოლოკს გამოადინეთ წვენი, დაასველეთ დოლბანდი და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.

                    ბზიკის ნაკბენი
დანის პირის წასმის შემდეგ დაიდეთ გარჩეული ნიორი.