შიზოფრენია

შიზოფრენია არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის მთელ ფსიქიკაზე
მისი აზრების, ემოციების და ქცევების ჩათვლით. ეს არ არის ერთგვაროვანი მდგომარეობა
და საკმაოდ ინდივიდუალურია, თუმცა ყველა შემთხვევაში გვხვდება ძირითდი ე.წ.
‘ფსიქოზური სიმპტომები’. ესენია:
- არარსებული ხმების გაგონება და დანახვა ისეთი საგნებისა, რომლებიც
სინამდვილეში გარშემო არ იმყოფება (ეწოდებათ ჰალუცინაციები).
- ურყევი რწმენა-შეხედულებები იმისა, რაც მცდარია, მაგრამ რაც პიროვნებას მთელი
სიცხადით სჯერა (ეწოდება ბოდვა).
ამ სიმპტომების გამო, შესაძლოა, ადამიანმა დაკარგოს საღი აზროვნების ან ყურადღების
კონცენტრაციის უნარი. შიზოფრენიის მქონე ადამიანმა, შეიძლება, დაკარგოს ძველი
ინტერესები და მოტივაცია, სურვილები, რაც მას ირგვლივმყოფებისგან გარიყავს.
აღნიშნული სიმპტომები შეიძლება თავად პიროვნებისთვის გახდეს მტანჯველი, ხოლო
ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის იმედგაცრუების მიზეზი. გარკვეული დრო
სჭირდება ადამიანს მიერ ამ სიმპტომების ავადმყოფობად აღიარებას და დახმარების თუ
მკურნალობის მიღებას. ზოგი ადამიანი არ ეთანხმება „შიზოფრენიი“ს ტერმინის გამოყენებას
თავიანთი სიმპტომების აღწერისთვის.
ადამიანთა დაახლოებით 1%-ს, მათი ცხოვრების გარკვეულ მომენტში, შიზოფრენია
ემართება. უმეტესობას ახალგაზრდა ასაკში ეწყება, თუმცა შეიძლება ეს სიმპტომები
ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს. ზოგიერთის სიმპტომები ხანმოკლეა, ზოგს კი შეიძლება
გაუხანგრძლივდეს თვეების ან წლების განმავლობაში; არსებობს სრული განკურნების
შემთხვევები. ზოგიერთის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ავადმყოფობის განმეორებაც
შესაძლებელია. ამ ბუკლეტში აშლილობის სიმპტომების გაძლიერებას, ჰალუცინაციების და
ბოდვის ჩათვლით, ეწოდება „მწვავე ეპიზოდი“.
შიზოფრენიის მქონე ადამიანებს ასევე შესაძლებელია აღენიშნებოდეთ დეპრესია, შფოთვა,
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, პიროვნული აშლილობა, ნარკოტიკების და
ალკოჰოლის გამოყენების პრობლემები.
რა სახის მკურნალობა უნდა შემომთავაზონ ავადმყოფობის პირველად
გამოვლენისას?
პირველ რიგში თქვენ შემოგთავაზებენ „ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს“ აბების ან ინექციის
სახით. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალმა უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია
ხელმისაწვდომი მედიკამენტების სარგებელის და მათი გვერდითი მოვლენების შესახებ.
ისინი თქვენ ჩაგრთავენ (თუ თანახმა ხართ, თქვენს ოჯახს და მზრუნველებსაც)
მედიკამენტების არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ შემთხვევაშიც კი,
მედიკამენტური და ფსიქოლოგიური მკურნალობა
თქვენ შემოგთავაზებენ მედიკამენტებს, როგორც აღწერილია თავში, რა მკურნალობა უნდა
შემოთავაზონ როდესაც პირველად ავად გავხდები?“
თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ და საფიქრებელია, რომ არის საშიშროება რისკის ქვეშ
დააყენოთ საკუთარი თავი ან ირგვლივმოფები, შესაძლოა, დაგენიშნოთ ე.წ. ‘სედაციური’
მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ დამშვიდებაში ამ პროცესს ეწოდება სწრაფი
ტრანკვილიზაცია. ასეთი სედაცია შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ საავადმყოფოს
პირობებში. ამის შემდგომ, თქვენ დეტალურად გამოგიკვლევენ, რათა დაადგინონ, რომ
კარგად ხართ.
სწრაფი ტრანკვილიზაციის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად, ჯანდაცვის პროფესიონალებმა
დრო უნდა დაუთმონ თქვენთან საუბარს მომხდარის შესახებ და აგიხსნან თქვენი სედაციის
მიზეზები. მათ უნდა გააკეთონ ჩანაწერი მომხდარის შესახებ.
კარგი იქნება, მედიკამენტებთან ერთად ფსიქოლოგიური მკურნალობაც რომ შემოგთავაზონ,
ე.წ. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (კბთ). ეს გულისხმობს თერაპევტთან პირისპირ
შეხვედრას 16-22 სესიის განმავლობაში. თუ თქვენ ცხოვრობთ ოჯახთან ერთად ან
იმყოფებით მასთან ახლო კონტაქტში, მაშინ ოჯახთან ერთად, შესაძლებლობის შემთხვევაში,
შემოგთავაზებენ ფსიქოლოგიურ მკურნალობას, სახელწოდებით ოჯახური ჩარევა
(ინტერვენცია). მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვიდან ერთი წლის განმავლობაში და
ეთმობა სულ ცოტა 10 სესია. ასევე, კარგი იქნება, თუ შემოგთავაზებენ ხელოვნებით
თერაპიის რომელიმე სახეს, განსაკუთრებით, თუ გაქვთ ოჯახის და მეგობრებისგან
იზოლაციის სიმპტომები და ინტერესების დაკარგვა იმის მიმართ, რაც ერთ დროს სიხარულს
განიჭებდათ. თერაპია, როგორც წესი, ტარდება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანთა
ჯგუფებში.
No comments:
Post a Comment