Thursday, 13 March 2014

შიზოფრენია და მკურნალობა

შიზოფრენია 


შიზოფრენია არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის მთელ ფსიქიკაზე
მისი აზრების, ემოციების და ქცევების ჩათვლით. ეს არ არის ერთგვაროვანი მდგომარეობა
და საკმაოდ ინდივიდუალურია, თუმცა ყველა შემთხვევაში გვხვდება ძირითდი ე.წ.
‘ფსიქოზური სიმპტომები’. ესენია:

  •  არარსებული ხმების გაგონება და დანახვა ისეთი საგნებისა, რომლებიც 

სინამდვილეში გარშემო არ იმყოფება (ეწოდებათ ჰალუცინაციები).

  • ურყევი რწმენა-შეხედულებები იმისა, რაც მცდარია, მაგრამ რაც პიროვნებას მთელი 

სიცხადით სჯერა (ეწოდება ბოდვა).
ამ სიმპტომების გამო, შესაძლოა, ადამიანმა დაკარგოს საღი აზროვნების ან ყურადღების
კონცენტრაციის უნარი. შიზოფრენიის მქონე ადამიანმა, შეიძლება, დაკარგოს ძველი
ინტერესები და მოტივაცია, სურვილები, რაც მას ირგვლივმყოფებისგან გარიყავს.
აღნიშნული სიმპტომები შეიძლება თავად პიროვნებისთვის გახდეს მტანჯველი, ხოლო
ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის იმედგაცრუების მიზეზი. გარკვეული დრო
სჭირდება ადამიანს მიერ ამ სიმპტომების ავადმყოფობად აღიარებას და დახმარების თუ
მკურნალობის მიღებას. ზოგი ადამიანი არ ეთანხმება „შიზოფრენიი“ს ტერმინის გამოყენებას
თავიანთი სიმპტომების აღწერისთვის.
ადამიანთა დაახლოებით 1%-ს, მათი ცხოვრების გარკვეულ მომენტში, შიზოფრენია
ემართება. უმეტესობას ახალგაზრდა ასაკში ეწყება, თუმცა შეიძლება ეს სიმპტომები
ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს. ზოგიერთის სიმპტომები ხანმოკლეა, ზოგს კი შეიძლება
გაუხანგრძლივდეს თვეების ან წლების განმავლობაში; არსებობს სრული განკურნების
შემთხვევები. ზოგიერთის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ავადმყოფობის განმეორებაც
შესაძლებელია. ამ ბუკლეტში აშლილობის სიმპტომების გაძლიერებას, ჰალუცინაციების და
ბოდვის ჩათვლით, ეწოდება „მწვავე ეპიზოდი“.
შიზოფრენიის მქონე ადამიანებს ასევე შესაძლებელია აღენიშნებოდეთ დეპრესია, შფოთვა,
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, პიროვნული აშლილობა, ნარკოტიკების და
ალკოჰოლის გამოყენების პრობლემები.

რა სახის მკურნალობა უნდა შემომთავაზონ ავადმყოფობის პირველად 
გამოვლენისას?  

პირველ რიგში თქვენ შემოგთავაზებენ „ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს“ აბების ან ინექციის
სახით. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალმა უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია
ხელმისაწვდომი მედიკამენტების სარგებელის და მათი გვერდითი მოვლენების შესახებ.
ისინი თქვენ ჩაგრთავენ (თუ თანახმა ხართ, თქვენს ოჯახს და მზრუნველებსაც)
მედიკამენტების არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ შემთხვევაშიც კი,


მედიკამენტური და ფსიქოლოგიური მკურნალობა


  თქვენ შემოგთავაზებენ მედიკამენტებს, როგორც აღწერილია თავში, რა მკურნალობა უნდა 
შემოთავაზონ როდესაც პირველად ავად გავხდები?“ 
თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ და საფიქრებელია, რომ არის საშიშროება რისკის ქვეშ 
დააყენოთ საკუთარი თავი ან ირგვლივმოფები, შესაძლოა, დაგენიშნოთ ე.წ. ‘სედაციური’ 
მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ დამშვიდებაში ამ პროცესს ეწოდება სწრაფი 
ტრანკვილიზაცია. ასეთი სედაცია შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ საავადმყოფოს 
პირობებში. ამის შემდგომ, თქვენ დეტალურად გამოგიკვლევენ, რათა დაადგინონ, რომ 
კარგად ხართ. 
 სწრაფი ტრანკვილიზაციის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად, ჯანდაცვის პროფესიონალებმა 
დრო უნდა დაუთმონ თქვენთან საუბარს მომხდარის შესახებ და აგიხსნან თქვენი სედაციის 
მიზეზები. მათ უნდა გააკეთონ ჩანაწერი მომხდარის შესახებ. 
  კარგი იქნება, მედიკამენტებთან ერთად ფსიქოლოგიური მკურნალობაც რომ შემოგთავაზონ, 
ე.წ. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (კბთ). ეს გულისხმობს თერაპევტთან პირისპირ 
შეხვედრას 16-22 სესიის განმავლობაში. თუ თქვენ ცხოვრობთ ოჯახთან ერთად ან 
იმყოფებით მასთან ახლო კონტაქტში, მაშინ ოჯახთან ერთად, შესაძლებლობის შემთხვევაში, 
შემოგთავაზებენ ფსიქოლოგიურ მკურნალობას, სახელწოდებით ოჯახური ჩარევა 
(ინტერვენცია). მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვიდან ერთი წლის განმავლობაში და 
ეთმობა სულ ცოტა 10 სესია. ასევე, კარგი იქნება, თუ შემოგთავაზებენ ხელოვნებით 
თერაპიის რომელიმე სახეს, განსაკუთრებით, თუ გაქვთ ოჯახის და მეგობრებისგან 
იზოლაციის სიმპტომები და ინტერესების დაკარგვა იმის მიმართ, რაც ერთ დროს სიხარულს 
განიჭებდათ. თერაპია, როგორც წესი, ტარდება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანთა 
ჯგუფებში. 


Friday, 14 February 2014

ანორექსია

ანორექსია
შეიძლება ითქვას, რომ ანორექსია ანუ მადის სრული უქონლობა ბულემიის საპირისპირო მოვლენაა. მას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.
ანორექსიის შესაძლო მიზეზებია:
  • ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, რაც განპირობებულია ტოქსიკური ნივთიერებების (მაგალითად, ვერცხლისწყლის) ზემოქმედებით ან დაავადებით (ტუბერკულოზით, ავთვისებიანი სიმსივნით);
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ამ დროს ანორექსია დაკავშირებულია საკვების მიღების შედეგად აღმოცენებულ დისკომფორტთან - ტკივილთან, მუცლის შებერვასთან, გულისრევასთან. ამ სიმპტომების შიშით ადამიანი მკვეთრად ზღუდავს საკვების მიღებას. აღსანიშნავია, რომ კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის დროს ანორექსია და ზიზღი საკვების მიმართ შესაძლოა წინ უძღოდეს სხვა სიმპტომებს;
  • ტკივილის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის ჭვალი;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ჩამოთვლილი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს ანორექსია იშვიათად არის წამყვანი სიმპტომი, მის გამომწვევ პათოლოგიას უმთავრესად საკმაოდ თვალსაჩინო ნიშნები ახასიათებს, ამიტომ უმადობის მიზეზი ძნელი დასადგენი არ არის. როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისითაც განსაკუთრებით საყურადღებოა ნერვული (ნევროზული) ანორექსია. ნევროზული ანორექსია, რომელიც კვებითი ქცევის პათოლოგიას წარმოადგენს, ეპიდემიის სახეს იღებს, მისი მსხვერპლნი კი უმთავრესად ის გოგონები არიან, რომლებიც ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, თავიანთი სხეულის პარამეტრები იდეალურს დაუახლოონ. იქნებ ზოგიერთ თქვენგანს უნატრია კიდეც, ნეტავ ცოტა ხნით ანორექსია დამემართოსო, არადა ანორექსია სულაც არ არის სანატრელი მდგომარეობა, ჩვენ მის ერთადერთ შედეგს - სიგამხდრეს ვხედავთ, ამიტომ ვერ ვაცნობიერებთ, რომ მადობა და უჭმელობა ორგანიზმისთვის სახიფათოა. ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ დაავადებათა შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა სწორედ ანორექსიას ახასიათებს.
ანორექსიის სიმპტომები
ანორექსიით დაავადებულს, უწინარეს ყოვლისა, იმით ამოვიცნობთ, რომ ვერაფრით გავაგებინებთ, როგორია მისი იდეალური წონა. ის ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ჭარბი წონა აქვს. წონის მატების შიში იმდენად ძლიერია, რომ ყველა სხვა გრძნობას აჩლუნგებს. სავალალო ის არის, რომ შიში მაშინაც კი არ ქრება, როცა ადამიანი შიმშილისგან ძვალად და ტყავად იქცევა.
ანორექსიით დაავადებულები უმთავრესად ორნაირად ცდილობენ წონის შემცირებას - ან საკვების მიღებას ზღუდავენ მკაცრი დიეტის მეშვეობით, ან საკვებს იღებენ, მაგრამ ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევენ ღებინებას, იკეთებენ გამწმენდ ოყნას, სვამენ საფაღარათო საშუალებებს.
ანორექსია განაპირობებს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, არითმიას, მუდმივ სისუსტეს, კუნთების სპაზმს, მომატებულ აგზნებადობას, უსაფუძვლო მრისხანებას.
ხშირია თუ არა ანორექსიაგანვითარებულ ქვეყნებში 12-დან 24 წლამდე ასაკის გოგონათა 2%-ს ანორექსია აქვს. დაავადებულთა 90% სწორედ მათ წილად მოდის.
ანორექსიის მკურნალობა
დადგენილია, რომ ანორექსია არც მანიაა და არც ცუდი ჩვევა. ის ფსიქიკური დაავადებაა. სამწუხაროდ, მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია, უფრო რთული, ვიდრე დეპრესიისა ან პანიკის შეტევისა. სამკურნალოდ იყენებენ ტრანკვილიზატორებს, ანტიდეპრესანტებს.
როგორც ვხედავთ, საკუთარი წონის კონტროლმა შეიძლება არანორმალური, ავადმყოფური ფორმა მიიღოს და ორი, რა საოცარიც არ უნდა მოგეჩვენოთ, რადიკალურად განსხვავებული ფორმით: ბულემიითა და ანორექსიით - გამოვლინდეს. ორივე შემთხვევაში:
  • უნდა გამოირიცხოს ბულემიის/ანორექსიის გამომწვევი დაავადების არსებობა.
  • უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავადმყოფი ვერ აკონტროლებს საკუთარ მდგომარეობას, რის გამოც მკურნალობის ორგანიზებაზე ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ.
  • უნდა გვახსოვდეს, რომ ბულემია და ანორექსია უმეტესად კვებითი ქცევის მოშლაა, რომლის წარმატებული მკურნალობაც ბევრად არის დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერაზე.
  • დავფიქრდეთ, იქნებ სჯობს ვეცადოთ, დავიცვათ ზომიერება, არ მივეცეთ ნაყროვანების ცოდვას, შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა.

გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ეს არის სტრესის და აქედან გამომდინარე კვებითი ქცევის დარღვევების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პირობა.

მკურნალობა ოჯახურ პირობებში (ნაწილი I)

                      მოწამვლვა
ა) 1ჭ. არაყში ჩავყაროთ 1ს/კ მარილი და მივიღოთ.
ბ) 1 ღვინის ჭიქაში ღიავარდისფრად გავხსნათ ,, მარგანცოვკა" და ისე მივიღოთ.
                   
                       გამონაყარი
დალიეთ ცერცველას ნახარში 1 ღვინის ჭიქა (დღეში 2-ჯერ).


               კბილის ტკივილი                    
ა)ერთი ცალი ვაშლი ყოველ საღამოს ძილის წინ.
ბ)დაიდეთ ნიორი მტკივნეული კბილის საწინააღმდეგო მაჯაზე.

                რევმატიზმის დროს
ნიახურის სალათი დღის განმავლობაში.

                             შაკიკი
2-3 კბილი დანაყილი ნიორი ჩადეთ მარლაში და დაიდეთ 10 წთ. მტკივნეულ ადგილას.

                   ძირმაგარასათვის
ა) ნატურალური თაფლისა და პურის ფქვილის საფენები.
ბ) შემწვარი ხახვისა და შაქრის საფენები.

                     რადიკულიტი
შავ ბოლოკს გამოადინეთ წვენი, დაასველეთ დოლბანდი და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.

                    ბზიკის ნაკბენი
დანის პირის წასმის შემდეგ დაიდეთ გარჩეული ნიორი.

Thursday, 28 February 2013

სიბრაზის გაქრობის სამი წესი

  თუ ძალიან ხშირად ბრაზდებით ეს სტატია თქვენთვისაა.

1.პირველ რიგში დავხუჭოთ თვალები და მოვდუნდეთ, აღარ გავაგრძელოთ ფიქრი იმაზე რაზეც გაბრაზებულები ვართ, ჩავრთოთ რაიმე მშვიდი მუსიკა და წამოვწვეთ, ვიფიქროთ რაიმე კარგზე და დადებითზე,ნელ-ნელა გაბრაზება გაქრება.


2.მეორე წესი ასეთია. ვუყუროთ რაიმე დრამას ან მელოდრამას, თანდათან ჩავთვლიმოთ და მოვდუნდეთ, თუ ღრმად ჩაგეძინებათ უკეთესია.


3.როცა გაბრაზდებით ჩარგეთ თავი ბალიშში და იტირეთ, თუ გინდათ იკივლეთ ან ილანძღეთ და წამში ყველაფერი გაივლის ეს ყველაზე ეფექტური ხერხია.

კითხვა პასუხი

დაგვისვით კითხვები(კომენტარებში) და ფსიქოლოგი გიპასუხებთ.....

როგორ გავუმკვლავდეთ დეპრესიას


როგორ გავუმკვლავდეთ დეპრესიას? მსუბუქი დეპრესიის პირობებში, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი. დრო დავუთმოთ სუფთა ჰაერზე სეირნობას. თავს არ უნდა მივცეთ განმარტოების საშუალება, მოვინახულოთ საყვარელი ადამიანები: მეგობრები, ნათესავები, ვისთან ყოფნა და საუბარიც გვსიამოვნებს. ასევე, უნდა დავარეგულიროთ კვების რეჟიმი. უმჯობესია ვიკვებოთ ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტით. სასურველია მენიუდან ამოვიღოთ ცომეული საკვები.
მაგრამ როდესაც ძალიან ხართ შეპყრობილი დეპრესიით და საკუთარი ძალით ვერ უმკვლავდებით მას, აუცილებელია მედიკამენტური ჩარევა. ამისთვის კი ფსიქოთერაპევტს, ან ფსიქიატრს უნდა მიმართოთ.
ძვირფასო მკითხველო! ვისაც გაწუხებთ დეპრესია, გული არ გაიტეხოთ. იგი ადვილად განკურნებადია. პაციენტების 95 % სრულად იკურნება. ამიტომ მთავარია მოინდომოთ. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. იკვებეთ სწორად, მისდიეთ სპორტს, აკეთეთ საყვარელი საქმე და, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.

Wednesday, 27 February 2013

მესამე თვალი (სტერეოგრამა)


როგორ გავშიფროთ სტერეოგრამა? პირველ რიგში მთავარია ვუყუროთ ერთ წერტლიში (სულ ერთია რომელიმე წერტილში) შემდეგ ოდნავ დავაელამოთ თვალები და რაც მოხდება თქვენ თვითონ დაინახავთ, ფოტო გახდება 3D...