თუ ძალიან ხშირად ბრაზდებით ეს სტატია თქვენთვისაა.
1.პირველ რიგში დავხუჭოთ თვალები და მოვდუნდეთ, აღარ გავაგრძელოთ ფიქრი იმაზე რაზეც გაბრაზებულები ვართ, ჩავრთოთ რაიმე მშვიდი მუსიკა და წამოვწვეთ, ვიფიქროთ რაიმე კარგზე და დადებითზე,ნელ-ნელა გაბრაზება გაქრება.
2.მეორე წესი ასეთია. ვუყუროთ რაიმე დრამას ან მელოდრამას, თანდათან ჩავთვლიმოთ და მოვდუნდეთ, თუ ღრმად ჩაგეძინებათ უკეთესია.
3.როცა გაბრაზდებით ჩარგეთ თავი ბალიშში და იტირეთ, თუ გინდათ იკივლეთ ან ილანძღეთ და წამში ყველაფერი გაივლის ეს ყველაზე ეფექტური ხერხია.
Thursday, 28 February 2013
როგორ გავუმკვლავდეთ დეპრესიას
როგორ გავუმკვლავდეთ დეპრესიას? მსუბუქი დეპრესიის პირობებში, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი. დრო დავუთმოთ სუფთა ჰაერზე სეირნობას. თავს არ უნდა მივცეთ განმარტოების საშუალება, მოვინახულოთ საყვარელი ადამიანები: მეგობრები, ნათესავები, ვისთან ყოფნა და საუბარიც გვსიამოვნებს. ასევე, უნდა დავარეგულიროთ კვების რეჟიმი. უმჯობესია ვიკვებოთ ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტით. სასურველია მენიუდან ამოვიღოთ ცომეული საკვები.
მაგრამ როდესაც ძალიან ხართ შეპყრობილი დეპრესიით და საკუთარი ძალით ვერ უმკვლავდებით მას, აუცილებელია მედიკამენტური ჩარევა. ამისთვის კი ფსიქოთერაპევტს, ან ფსიქიატრს უნდა მიმართოთ.
ძვირფასო მკითხველო! ვისაც გაწუხებთ დეპრესია, გული არ გაიტეხოთ. იგი ადვილად განკურნებადია. პაციენტების 95 % სრულად იკურნება. ამიტომ მთავარია მოინდომოთ. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. იკვებეთ სწორად, მისდიეთ სპორტს, აკეთეთ საყვარელი საქმე და, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.
Wednesday, 27 February 2013
მესამე თვალი (სტერეოგრამა)
როგორ გავშიფროთ სტერეოგრამა? პირველ რიგში მთავარია ვუყუროთ ერთ წერტლიში (სულ ერთია რომელიმე წერტილში) შემდეგ ოდნავ დავაელამოთ თვალები და რაც მოხდება თქვენ თვითონ დაინახავთ, ფოტო გახდება 3D...
როგორ დავძლიოთ სიბნელის შიში
სიბნელის შიში.ამის აღიარების ბევრს რცხვენია მაგრამ ეს არ არის სასირცხვილო, ეს ბევრ ადამიანს სჭირს.
პირველ რიგში მთავარია გავბედოთ! როცა შეგვეშინდება დავდგეთ სიბნელეში და იქაურობას დავუკვირდეთ,რა თქმა უნდა იქ არაფერიც არ იქნება.უნდა ვიცოდეთ რომ ის რისიც გვეშინია ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. დავუფიქრდეთ რატომ არ ეშინიათ სხვა ადამიანებს? იმიტომ რომ ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან და მიხვდნენ რომ არაფერი ხდება სიბნელეში საშიში, იგივე ნივთებია ირგვლივ რაც სინათლეში ვხედავთ.
ამ შიშის დაძლევის მთავარი პირობა სიმამაცე და გამბედაობაა, თუ ერთხელ დაძლევ ამას შემდგომში ყოველთვის მოახერხებ.
თქვენს სახლში რომ მართლა რამ იყოს თქვენი აზრით აქამდე არ გამოჩნდებოდა? რატომ არ ესხმის ის თავს თქვენს მშობლებს?ეს კი იმაზე მიგვანიშნებს რომ თქვენ არაფრის უნდა გეშინოდეთ. თქვენ თუ რამე საეჭვო გაიგონეთ და რაღაც საშინელზე დაიწყეთ ფიქრი გადაიტანეთ გონება სხვა რამეზე იფიქრეთ რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანის,ცხოველის, ან ქუჩიდან შემოსული უბრალო ხმაა.მთავარია მოინდომოთ, დაუკვირდეთ რომ იქ არაფერია, ცუდი ფიქრები და ფანტაზიები გაფანტეთ, იფიქრეთ რამე კარგზე თუნდაც ტორტზე ან რომელიმე სასაცილო ფილმზე.თუ ამ ყველაფერს შეძლებთ თქვენ აუცილებლად აღარაფრის შეგეშინდებათ!
პირველ რიგში მთავარია გავბედოთ! როცა შეგვეშინდება დავდგეთ სიბნელეში და იქაურობას დავუკვირდეთ,რა თქმა უნდა იქ არაფერიც არ იქნება.უნდა ვიცოდეთ რომ ის რისიც გვეშინია ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. დავუფიქრდეთ რატომ არ ეშინიათ სხვა ადამიანებს? იმიტომ რომ ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან და მიხვდნენ რომ არაფერი ხდება სიბნელეში საშიში, იგივე ნივთებია ირგვლივ რაც სინათლეში ვხედავთ.
ამ შიშის დაძლევის მთავარი პირობა სიმამაცე და გამბედაობაა, თუ ერთხელ დაძლევ ამას შემდგომში ყოველთვის მოახერხებ.
თქვენს სახლში რომ მართლა რამ იყოს თქვენი აზრით აქამდე არ გამოჩნდებოდა? რატომ არ ესხმის ის თავს თქვენს მშობლებს?ეს კი იმაზე მიგვანიშნებს რომ თქვენ არაფრის უნდა გეშინოდეთ. თქვენ თუ რამე საეჭვო გაიგონეთ და რაღაც საშინელზე დაიწყეთ ფიქრი გადაიტანეთ გონება სხვა რამეზე იფიქრეთ რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანის,ცხოველის, ან ქუჩიდან შემოსული უბრალო ხმაა.მთავარია მოინდომოთ, დაუკვირდეთ რომ იქ არაფერია, ცუდი ფიქრები და ფანტაზიები გაფანტეთ, იფიქრეთ რამე კარგზე თუნდაც ტორტზე ან რომელიმე სასაცილო ფილმზე.თუ ამ ყველაფერს შეძლებთ თქვენ აუცილებლად აღარაფრის შეგეშინდებათ!
ფობიების სია (ა)
აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.
ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.
აკაროფობია — ფხანის შიში
აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.
ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ .
ალეკტოროფობია — ქათმების შიში
ალლიუმფობია — ნივრის შიში
ამბულოფობია — სიარულის შიში
ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში
ანაბლეფობია — მაღლა ახედვის შიში
ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში
ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ .
ანთროპოფობია — ადამიანებთან ურთიერთობის შიში
ანთროფობია — ყვავილების შიში.
ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში
აპეიროფობია — სასრულობის შიში
აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში
არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში
არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ .
ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში .
ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში.
ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში.
აუროფობია — ოქროს შიში
აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში.
აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელი შეგახონ.
Monday, 11 February 2013
როგორ ვუშველოთ უძილობას
ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: "თავი მისკდება, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს". უძილობასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს: თბილი აბაზანა ძილის წინ, თვალდახუჭული თვლა, – თუმცა ეს მეთოდები ყველას როდი შველის. როგორ დავძლიოთ ჩვენი დროის ეს მტკივნეული პრობლემა? ამ კითხვაზე ნევროლოგი ლია ივანიძე გვიპასუხებს:- თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, მიიჩნევა, რომ ძილის დარღვევა აქვს. უძილობა ხალხს ძველადაც აწუხებდა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებისთვის ის უდიდეს პრობლემად იქცა.უძილობას მრავალი ფაქტორი იწვევს, უპირველეს ყოვლისა ნერვული სტრესი, ცხოვრების დაძაბული რიტმი, მედიის საშუალებით მიღებული, უმეტესად ნეგატიური, ინფორმაციის დიდი ნაკადი…მედიცინაში უძილობას ასე განმარტავენ: ეს არის ღამის ძილის ხანგრძლივობის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელე, წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება (ზოგჯერ – დილით გაღვიძების გაძნელება). ამას ხშირად დაერთვის მოუსვენრობა, მომეტებული აგზნებადობა და სხვა.უძილობისას მცირდება ღრმა ძილის პერიოდი, ირღვევა ურთიერთობა ძილის სიზმრებიან და უსიზმრო ფაზებს შორის.უძილობას სხვადასხვა დაავადებაც იწვევს, უმთავრესად – ნევროზი, ფსიქოზი, ტვინის ორგანული დაავადება (ნეიროინფექცია, თავის ტვინის ღეროს ანთებითი, სისხლძარღვოვანი, ტრავმული დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება, აგრეთვე – ისეთი სომატური დაავადებები, რომელთა ესა თუ ის გამოვლინება (ქოშინი, ხველა, ტკივილი, კუჭის აშლილობა და სხვა) ხელს უშლის თავის ტვინის ძილის მარეგულირებელი მექანიზმის ძილში დროულ ჩართვას.ჯანმრთელ ადამიანს ძილი შეიძლება დაურღვიოს ფიზიკურმა ან ფსიქოლოგიურმა გადაღლამ, ძლიერმა განცდებმა.თუ უძილობა რომელიმე დაავადებით არის განპირობებული, პირველ რიგში, ამ დაავადებასთან ბრძოლაა საჭირო, თუმცა ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებას მედიკოსები ასეთ შემთხვევაშიც უნიშნავენ.- როგორ დავაღწიოთ თავი უძილობას?- როდესაც ადამიანი წვება და საათობით ვერ იძინებს, უფრო მეტად ღიზიანდება, ამიტომ ჩემი რჩევა ასეთია: თუ არ გეძინებათ, დასაძინებლად ნუ დაწვებით.- მაგრამ თუ უკვე გვიანია?- აქამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ. თუ ეს ათასში ერთხელ ხდება, საშიში არ არის, მაგრამ თუ უძილობა ჩვევად გვექცა და ვიცით, რომ დაწოლა არ გვიშველის, წინასწარ უნდა ვიღონოთ რამე.- სედატიური (საძილე) საშუალებების მიღებას გულისხმობთ?..- სედატიური საშუალება ექიმმა უნდა დანიშნოს ანამნეზისა და სიმპტომების საფუძველზე. ამასთანავე, აუცილებლად უნდა დაიცვათ სათანადო დოზა. ბევრი სედატიური საშუალება თავდაპირველად დაწყებითი დოზით ინიშნება, შემდეგ დოზა იზრდება, კურსის განსაზღვრულ ეტაპზე კი ისევ იკლებს. ამ მეთოდს იმიტომ მიმართავენ, რომ საძილე პრეპარატებმა შეჩვევა იცის – მათ გარეშე ვეღარ დაიძინებთ. დოზების რეგულირებაში ექიმი დაგეხმარებათ. სამწუხაროდ, უმეტესობა ნაცნობ-მეგობრების რჩევით იღებს ასეთ პრეპარატებს, რაც სახიფათოა.- შედარებით მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებების, მაგალითად, ვალოსედის, ვალერიანის წვეთების მიღება უექიმოდაც ხომ შეიძლება?- ასეთი საშუალებები ყველა ოჯახშია და ანოტაციაში მითითებული დოზით მათი მიღება უვნებელია, მაგრამ თუ ადამიანს ძილი სერიოზულად აქვს დარღვეული, ეს წამლები ვერ უშველის. მოდი, დროებით თავი დავანებოთ მედიკამენტებს. გაიხსენეთ, ქართველი გლეხკაცი თუ შეუწუხებია ოდესმე უძილობას? ჯაფით დაღლილი, ბალიშზე თავის დადებისთანავე ღრმა ძილს ეძლეოდა. აქედან გამომდინარე, უძილობის უებარი წამალია შრომა, მაგრამ არა გონებრივი, არამედ ფიზიკური.- თუ საფიქრალი არ გვაძინებს?- ყოველ დღეს თავისი პრობლემები ახლავს და, როგორც წესი, მთელი დღის საზრუნავი ძილის წინ გონებაში ვიდეოჩანაწერივით გაირბენს ხოლმე, მაგრამ ეცადეთ, ამ დროს უფრო სასიამოვნო რამეზე იფიქროთ, გაიხსენოთ სასიამოვნო მოვლენები და მშვიდად დაგეძინებათ.ექიმი გვირჩევსძილის წინ დაღლამდე იარეთ სუფთა ჰაერზე. დაწოლის წინ ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს, ნუ დალევთ კოფეინის შემცველ სასმელს – ყავას, მაგარ ჩაის, ნუ უყურებთ "საშინელებათა" ფილმებს და, საერთოდ, 12 საათის შემდეგ ტელევიზორთან და კომპიუტერთან ნუ იჯდებით. თუ არ დაგეძინებათ, უმჯობესია, წიგნი წაიკითხოთ. გარდა ამისა, ეცადეთ, დილით ადრე გაიღვიძოთ და მაშინვე წამოდგეთ.უძილობას ხშირად სიცხეც იწვევს. ამ შემთხვევაში უნდა შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც სუსტი ნიავი მაინც უბერავს, კონდიციონერისა და გამაგრილებლის ახლოს დაძინებას კი არ გირჩევთ – შესაძლოა გაცივდეთ და თქვენს პრობლემებს სასუნთქი გზების დაავადებაც დაერთოს.
ბავშვის ფსიქოლოგია
ბოულბიმ (bowlby) ქალაქ ლონდონის ოფიციალურ პირთა დაკვეთით ჩაატარა ცნობილი გამოკვლევა -,,44 დამნაშავე". ის იკვლევდა ბავშვებს, რომლებსაც კონფლიქტი ჰქონდათ კანონთან. მათ (6-დან 15 წლამდე) დეაუფიქსირდათ ,,გრძნობების უუნარობა", რომელიც მისი აზრით, გამოწვეული იყო ცხოვრების პირველ წლებში დედასთან მუდმივი კავშირის არარსებობით. ის ამ კვლევაში ამტკიცებდა, რომ ქურდობა, დანაშაული და აგრესია არის დედის მხრიდან წახალისებისა სა შექების არარსებობის შედეგი. როგორც აღმოჩნდა, კვლევის მონაწილეთა ,,მცირეწლოვანი სდამნაშავეების" უმრავლესობას ჰქონდა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი განშორების პერიოდი მშობლებთან, რომელიც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო საომარო და მოქმედებებით, ჰოსპიტალიზირებით ან სხვა მიზეზებით.
ჯეიმს რობერტსონმა (James robertson), 2 წლის ასაკის ბავშვების დაკვირვების შემდეგ, გადაიღო ფილმი სახელწოდებით,,ლაურა",რომელშიც ნაჩვენებია პატარა გოგონას რეაქცია სამ ფაზაში დედასთსან განშორებისას, რომელთაც ჯეიმს რობერტსონმა (robertson) უწოდა პროტესტი, სასოწარკვეთილებისა და გაწყვეტის ფაზები. რობერტსონის მიხედვით ბოლო ფაზა წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც ბავშვი იწყებს ურთიერთობის დამყარებას ახალ აღმზრდელთან (მაგ.მედდასთან, ბავშვთა სახლის თანამშრომლებთან, ნათესავთან) და აღარ ითხოვს მშობლებთან კონტაქტს. ეს თითქოს დადებითი მდგომარეობა რობერტსონმა განმარტა, როგორც სიტუაცია, რომელშიც ბავშვი კარგავს ღრმა ურთიერთობების უნარს და რომელიც სერიოზული ემოციური დარღვევების დასაწყისია.ბავშვები რომლებსაც ენატრებათ მშობლები რაღაც მომენტში თითქოს მშვიდდებიან და იწყებენ კონტაქტების დამყარებას, მაგრამ ამ ურთიერთობას არ აქვს ემოციური ხასიათი.ადამიანებმა რომლებმაც არ იციან ამის შესახებ შეიძლება იამაყონ კიდეც რომ ბავშვი შეეჩვია და ამყარებს კონტაქტს. კომპეტენტური სპეციალისტისთვის კი ეს იქნება დეპრივაციის (ბავშვის განვითარების შეზღუდვა) დაწყების პირველი ნიშანი.
ფობია - თუ ჩვეულებრივი შიში? რა ვუყოთ ჩვენს აკვიატებულ განცდებს ?!
![]() |
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 10% - ს ფობიის სხვა და სხვა ფორმა გააჩნია. სპეციალისტები ასახელებენ ამ ტიპის აკვიატებული შიშების რამდენიმე ასეულ სახეობას და ადასტურებენ, რომ მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ადამიანებს ეშინიათ ბუნების მოვლენების, დაავადებების, საკუთარი გრძნობების, ინტიმური ურთიერთობების, კვების პროდუქტების, 13 რიცხვის, სიბნელისა, ღია სივრცის ... ტექნიკური პროგრესიც გვიმატებს მათ ახალ-ახალ სახეობებს - ჩვენს ბებია - ბაბუას არ გააჩნდა კომპიუტერის შიში. დღეს კი კომპიუტერთან ურთიერთობა, ანუ კიბერფობია, უკვე ხშირი მოვლენაა და არა მხოლოდ ხნიერ ადამიანთა შორის.
”იყო შიშის მონა - ყველაზე ცუდი სახეობაა მონობისა” / ბერნარდ შოუ /ტერმინი ფობია (ბერძ. - phóbos – შიში) დიდი ხანია დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში, მას დაუფიქრებლადაც ვიყენებთ საკუთარი ან სხვისი შიშის ასახსნელად. მეცნიერები განმარტავენ, რომ ფობია - შიშის აკვიატებული განცდაა, რომელიც წარმოიშობა გარკვეულ (ფობიურ) ვითარებაში და რომელსაც თან ახლავს ვეგეტატიური დისფუნქცია: აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, სისხლის წნევის მომატება, კიდურებში კანკალი, თავბრუდახვევა და ა.შ. საიდან და როგორ წარმოიქმნებიან ფობიები? შესაძლებელია და საჭიროა მათი დაძლევა? მოდით ერთად გავარკვიოთ ეს საკითხები.
ფობიების რისკის ჯგუფები.
ყველაზე დიდ მიდრეკილებას ფობიებისადმი ამჟღავნაბენ მგრძნობიარე, შთაბეჭდილიანი, ემოციურად დაუცველი, ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანები. დადგენილია, რომ ფობიები უჩნდებიან სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს, აგრეთვე მათი განვითარება შეიძლება იყოს გამოწვეული თავის ტვინის სტიმულაციისთვის გამოყენებული ქიმიური პრეპარატების, გენეტიკური მემკვიდრეობის ან ტრავმების გამო. პარადოქსალუირია, მაგრამ ფობიების პროვოცირება შეუძლიათ ისეთ დადებით თვისებებესაც, როგორიცაა მაღალი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და პედანტურობა.
ფობია განსაკუთრებით ხშირად უჩნდება მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანებს, ვინაიდან ისინი ხშირად ვერც განასხვავებენ რეალურ და მოგონილ საფრთხეს. სპეციალისტების აზრით ამის გამო ქალები, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირად (ზოგი მონაცემით - 5 ჯერ) ექცევიან ფობიების გავლენის ქვეშ. ამის თაობაზე მეცნიერები რამდენიმე განმარტებას იძლევიან: ქალს უფრო მდიდარი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი გააჩნია; ის ყურადღების უფრო მეტ ობიექტს იკავებს ერთდროულად; უმეტესი ერების კულტურაც ქალს, მამაკაცისგან განსხვავებით, სისუსტის გამოვლენის მეტ უფლებას რთავს და ამით ფობიების გაჩენის მეტ შესაძლებლობას უქმნის.
5 წლის ასაკიდან ბავშვსაც შესაძლებელია გაუჩნდეს გარემოსთან დაკავშირებული, ელვით, ჭექა - ქუხილით, ცხოველების, სხეულის დაზიანების მქონე ადამიანის დანახვით გამოწვეული, ან სხვა ამგვარი ფობიების სიმპტომები. ფობია შეიძლება გაუჩნდეს იმ შემთხვევაშიც თუ ის ხედავს რომ მისი ოჯახის წევრები გამოხატავენ შიშს ზოგიერთი საგნების, მოვლენების ან სიტუაციების მიმართ.
სოციალური თუ სიტუაციური ფობია (ადამიანთა დიდი თავშეყრის, სიმაღლის ან შეზღუდული სივრცის შიში) უმეტესად თავს იჩენს სადღაც 20 წლის ასაკიდან.
უნდა განასხვაოთ შიში და ფობია.
შიში - წარმოადგენს საფრთხის გამო გამომჟღავნებულ ნორმალურ რეაქციას. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედამიწაზე მობინადრე ცოცხალი არსებების ევოლუციასა და გადარჩენაში. მაგრამ შემდგომ ეტაპზე ხშირად ხელისშემშლელ ფუნქციასაც ასრულებდა და ასრულებს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ შიში ბუნებრივიდან ნევროტიულში გადაიზრდება და არსებობას უწამლავს ადამიანს. შიშისა და ფობიის სხვაობა - განცდილი ემოციების ინტენსივობაში ვლინდება. თითოეული ჩვენთაგანისთვის დამახასიათებელი რაციონალური, ნორმალური შიშისგან განსხვავებით ფობია ცხოვრების წესსაც კი აცვლევინებს ზოგიერთს. ამგვარი მიდრეკილების მქონე ადამიანებს ხშირად იმის ეშინიათ, რაც რეალურად არც არსებობს. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ფობია - თვით შიშის შიშია, ანუ ადამიანს უბრალოდ ეშინია იმისა, რომ ეშინოდეს.
დღეს ყველაზე გავრცელებულ ფობიებს წარმოადგენენ:
აკროფობია - სიმაღლის შიში; კლაუსტროფობია - შეზღუდული სივრცის შიში; ნიკტოფობია - სიბნელის შიში; აეროფობია - თვითმფრინავით ფრენის შიში; არახნოფობია - ობობების შიში;ოფიდოფობია - გველების შიში; ბაცილოფობია - პათოგენური მიკროორგანიზმების შიში;გემატოფობია - სისხლის დანახვის შიში; ოდონტოფობია - სტომატოლოგიური მკურნალობის შიში; აუტოფობია - მარტო დარჩენის შიში; აკვაფობია - წყლის შიში; ფობოფობია - საკუთარი შიშების შიში.
ცნობილ მსახიობს - ნაომი უოტტს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ლიფტების ეშინია. ამგვარ შიშს იზიარებენ მისი არანაკლებად ცნობილი კოლეგები მიშელ პფაიფფერი, უმა ტურმანი და როუზ მაკგოუენიც. ადრიანო ჩელენტანო სამშობლოს გარეთ იმიტომ იშვიათად მართავს კონცერტებს, რომ მას აეროფობია გააჩნია და თვითმფრინავით ფრენა უკანასკნელად მან 1987 წელს გაბედა.
ფობიებს შორის პირველობას არავის უთმობს აგორაფობია (ბერძნულიდან - ბაზრობის მოედანი). მას ახასიათებს საჯარო ადგილების, ადამიანთა დიდი თავშეყრის, შეუზღუდავი სივრცის, ქუჩის, ტრანსპორტის შიში. ამ ფობიით დაპყრობილ ადამიანებს უჭირთ თანმხლები პირის გარეშე ქუჩაში გასვლა, ეშინიათ, რომ რაღაც დაემართებათ და ვერავინ ვერ უშველით. ამის გამო მათი სოციალური ცხოვრება კარგავს აზრს, ისინი იტანჯებიან დეპრესიისგან.
აგორაფობიის თავისებური სენით იყო დაპყრობილი რუსეთის მეფე პეტრე პირველი, ამიტომაც მისი სიმაღლის მიუხედავად მეფის ყველა რეზიდენცია მცირე ზომის, დაბალჭერიანი იყო და პატარა ოთახებად იყოფოდა, ჰოლანდიაში ყოფნის დროს კი საერთოთ კარადაში ეძინა.
ცნობილია, რომ აგორაფობია კინო მსახიობ კიმ ბეისინჯერსაც სჭირს. ის ცდილობს საკუთარი შიშების კონტროლირებას, მაგრამ ზოგჯერ მაინც გაუმართლებელ პანიკაში ვარდება. მაგალითად, ამ შიშების გამო, თეთრ სახლში გამართული მიღების დროს მას დიდი ნებისყოფა დასჭირდა, რომ მსვლელობის განმავლობაში სახეზე როგორმე შეენარჩუნებინა ღიმილის მაგვარი გამომეტყველება.
ჩამოთვლილი ფობიების ნაწილი შეინიშნებოდა თანამედროვე ეპოქის სამეცნიერო - ტექნიკური პროგრესის დაწყებამდეც. მაგრამ პროგრესი არ დგას ერთ ადგილას, სწრაფად ვითარდება და ასევე სწრაფად მატულობს მის მიერ მოტანილი ახალი სახის ფობიების რიცხვიც. ზოგიერთი ადამიანისთვის მობილური ტელეფონები, უახლესი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერები ანუ ელექტრონული და კიბერ-ტექნოლოგიები შინაგანი ტანჯვისა და ფობიების გამომწვევ საგანს წარმოადგენენ. ზოგიერთში ეკოლოგიურ ვითარებაზე უმნიშვნელო შეტყობინებაც კი წარმოშობს პანიკას და სისუფთავისკენ პათოლოგიურ მისწრაფებას. მიკრობების შიშით ისინი დღე - ღამის განმავლობაში გაუთავებლად და არა მხოლოდ საპნით, არამედ დეზინფექციური საშუალებებით იბანენ და ამუშავებენ ხელებს. ბიოქიმიური, რადიოაქტიური დასენიანებისა და მტვრის შიში აიძულებს მათ იარსებონ მხოლოდ მყარად ჩაკეტილი კარ - ფანჯრების სივრცეში.
ფობიები ინტიმურ ურთიერთობებში.
ალბათ უნდა ჩავთვალოთ, რომ ადამიანი, რომელსაც ინტიმურ სფეროში ყველაფერი მოწესრიგებული აქვს სხვებისგან განსხვავებით - ბედნიერია: პარტნიორი მას სრულიად აწყობს, საკუთარი სხეული არ იწვევს არავითარ უარყოფით ემოციებს და, რაც მთავარია, ინტიმურ ურთიერთობებში არავითარი შიში არ გააჩნია.
ქალის ფობიები ინტიმურ ურთიერთობებში. სხვა და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქალბატონების 35% - ს გააჩნია გარკვეული სახის შიშები ინტიმური ურთიერთობების მიმართ და ამის გამო ისინი ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ამ ურთიერთობების გამომწვევ სიტუაციებს. ამ შიშების, ისევე როგორც ნებისმიერი ფობიის, საფუძველს ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოადგენენ. მაგალითად, ინტიმური ურთიერთობის პირველივე წარუმატებელი გამოცდილების შედეგად ქალის ცნობიერებაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ესეთი სახის ჯაჭვი: ”სექსი - ტკივილია” ან ”სექსი - დამცირებაა”. სანამ არ მოხდება ამ ბორკილების გაწყვეტა შიში ყოველთვის დარჩება მისი ინტიმური ურთიერთობების თანმხლებ მოვლენად და გამორიცხავს სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას.
ინტიმური ურთიერთობების მიმართ შიშს ხშირ შემთხვევაში ”აღზრდის” პროცესიც იწვევს. ზოგიერთი მშობელი ან ბებია ახალგაზრდის ადრეული სექსუალური ურთიერთობების შიშით მასში სექსისადმი ზიზღს ნერგავს და ცდილობს დაარწმუნონ, რომ ეს - სიბინძურეა, სამარცხვინო რამ არის და ინტიმურ ურთიერთობაზე თანხმობის გამოთქმა დასაშვებია თუ ”პასპორტში უკვე დასმულია ქორწინების დამადასტურებელი შტამპი”, მეუღლის კატეგორიული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ან მხოლოდ მოდგმის გაგრძელების მიზნით.
ზოგ შემთხვევაში კომპლექსი ინტიმური ურთიერთობის პარტნიორის ქცევითაც არის გამოწვეული: ფრიგიდულობის შესახებ ერთი ფრაზაც კი შესაძლოა საკმარისი გახდეს იმისთვის, რომ ქალმა თავი მართლაც ფრიგიდულად იგრძნოს. რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით დადგინდა, რომ ისინი ინტიმურ ურთიერთობებში განიცდიან დისკომფორტს საკუთარი სხეულის, ზედმეტი წონის, ცელულიტის ან სხეულსა თუ სახის სხვა ნაკლოვანების გამო, რომელსაც პარტნიორმა ხაზგასმით მიაქცია ყურადღება.
მამაკაცის ფობიები ინტიმურ ურთიერთობებში. ზოგიერთი მამაკაცი, მისთვის ულამაზესად მიჩნეული ქალიშვილისა თუ ქალბატონის გაცნობის მცდელობის დროს განიცდის გულის შეღონებამდე მისულ ინფანტილურ თავბრუს, ანომალიურ გულისცემასა და ქოშინს. სპეციალისტები ამ მოვლენას ვენუსტროფობიას - ლამაზი ქალის შიშს უწოდებენ. ამ ფობიის მატარებელი მამაკაცი ქუდმოგლეჯილი გაურბის მშვენიერ ქალთან შეხვედრას.
მამაკაცის სხვა აკვიატებულ შიშს ინტიმოფობია (ანუ საყვარელ ქალთან სექსუალური ურთიერთობების შიში) წარმოადგენს. ფსიქოანალიტიკოსები მას პიროვნების გაორებულებით ხსნიან: ზებუნებრივ არსებად მიჩნეული ქალის - იდეალის მიმართ მხოლოდ ამაღლებული, არამიწიერი სიყვარული, ხოლო სხვა ქალთან -სრულად შეუბრკოლებელი ურთიერთობა. ყველაზე გართულებულ გამოვლენაში ინტიმოფობია შეიძლება ფსიქოსექსუალურ პათოლოგიაშიც გადაიზარდოს, რამაც ადამიანი საკმაოდ რთულ და არასასურველ შედეგამდეც შეიძლება მიიყვანოს. მამაკაცებში აგრეთვე შემჩნეულია საკმაოდ პარადოქსული ფობიის სახეობა - დაქორწინების შიში, ანუ გამოფობია. სინამდვილეში ეს ”სენი” მამაკაცთა მხოლოდ მცირე პროცენტს აწუხებს, უმეტესობა კი უბრალოდ იტყუებს თავს ან სხვას ატყუებს.
უმეტესი ფობიების საერთო ნიშნები და სიმპტომები:
• მუდმივი გაუკონტროლებელი შიში რომელიმე ობიექტის, ქმედებისა ან სიტუაციის მიმართ;
• შიშის ობიექტთან შეხვედრის მომენტიდან უკონტროლო მღელვარების განცდა;
• შიშის ობიექტთან შეხვედრისგან თავის დაღწევის გადაულახავი სურვილი და ამისთვის არაჩვეული ზომების მიღება;
• სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უუნარობა;
• იმის განცდა, რომ ამ შიშებს საერთოდ არ გააჩნიათ ზღვარი;
• ფობიის ობიექტთან შეხვედრის დროს უზომო პანიკის განცდა, გულისცემის აჩქარება, სუნთქვის დამძიმება, ოფლიანობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და მღელვარების შეგრძნების ზრდა.
ფობიის დაძლევა შესაძლებელია. დასაწყისში საჭიროა: დავადგინოთ რომელმა შიშმა დაიბუდა თქვენში და რისი გეშინიათ ყველაზე მეტად; დავფიქრდეთ ამ მომენტში თუ გემუქრებათ რომელიმე საფრთხე. შემდეგ ვეცადოთ საკუთარი თავიდან განვდევნოთ, მოვიცილოთ ყველა საშინელი, ნეგატივური, არასასიამოვნო აზრები, ხოლო თუ წარმოსახვა გვიხატავს მომავლის საშინელ სურათს, ვეცადოთ გარდავქმნათ ის, ხალისიანი და მხიარული გავხადოთ, ვიფიქროთ მხოლოდ კეთილზე და სასიამოვნოზე, განვეწყოთ პოზიტიურად, არ მივცეთ შიშს იმის შესაძლებლობა, რომ გამაგრდეს თქვენს ცნობიერებაში.
ხშირ შემთხვევაში იმისთვის, რომ დავძლიოთ საკუთარი შიში საჭიროა მასთან ”პირისპირ შეხვედრა”. მაგალითად, თუ გეშინიათ შეზღუდული სივრცისა და ამის გამო ლიფტში შესვლის და კარების მიხურვის, წყლის შიშით ზღვაში ბანაობის, სიბნელის შიშით არ თიშავთ შუქს, აუდიტორიის სიმრავლის გამო გაურბიხართ საჯარო გამოსვლებს - ნუ გაექცევით ფობიის გამომწვევ მიზეზებს, გააკეთეთ ის, რაც აქამდე გაშინებდათ - თამამად შედით ლიფტში, შეცურეთ ზღვაში, გამორთეთ ოთახში ნათურა, სიტყვით გამოსვლისთვის ივარჯიშეთ ახლობლების მცირერიცხოვან აუდიტორიასთან, ანუ დასძლიეთ საკუთარი შიში. ძალზე მნიშვნელოვანია ამ დროს თვალყური ადევნოთ თქვენს სუნთქვას, ის ღრმა და რიტმული უნდა იყოს. შიშის დაძლევის პროცესში ბევრ ადამიანს ხმამაღალი კითხვა, საუბარი, ასამდე დათვლა, ან დეკლამაცია, ზოგს კი სიმღერა შველის. შეგიძლიათ თქვენი ყურადღება რომელიმე სასიამოვნო ქმედებაზე გადართოთ, მაგალითად, თუ გიყვართ - მიირთვათ ნაყინი.
ინტიმურ ურთიერთობებში ფობიების დამოუკიდებლად დაძლევა საკმაოდ რთულია. შესაძლოა აქ ფსიქოლოგის, ფსიქოტერაპევტის ან სექსოლოგის დახმარება დაგჭირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ არც ვაპირებდით ადრეული და შემთხვევითი კავშირების მხარდაჭერას, გოგონებისა თუ ყმაწვილების მშობლებს ურჩევთ პირველ რიგში თვითონ გამოიმუშავონ ინტიმური ურთიერთობის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება და ახსოვდეთ, რომ სექსუალური კავშირის მიმართ შვილის გონებაში ზიზღის დანერგვა - მცდარი გზა და დაუშვებელი შეცდომაა.
და ბოლოს: თუ თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ხშირად განიცდით პანიკის შეტევას რაციონიდან გამორიცხეთ ძალიან მუქი შავი ჩაი, ყავა, შოკოლადი, ვინაიდან ორგანიზმში კოფეინისა და ტანინების მუდმივი სიჭარბე აძლიერებს პანიკას და ზრდის მისი შეტევების სიხშირეს.
გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლის დახმარებით ფობიის შეტევების მოხსნა შეუძლებელია. შესაძლოა დასაწყისში მართლაც იგრძნოთ ოდნავი შვება, ხოლო შემდგომ განიცდით შიშის უფრო გაძლიერებულ თავდასხმას. და, რაც მთავარია, თუ შეატყობთ, რომ შიშის მომგვრელი აზრები და სახეები სულ უფრო ხშირად გიჩნდებათ და ეს უკვე მომაბეზრებელი და მოუთმენელი ხდება, ნუ გაწელავთ დროს, მიმართეთ სპეციალისტს.
Sunday, 10 February 2013
ფსიქოლოგიური ტესტი
ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები და პირველივე პასუხი, რაც თავში მოგივათ, მოინიშნეთ ფურცელზე.
1) მიდიხართ ტყეში.ვინ წარმოგიდგენიათ თქვენს გვერდით?
2) ღრმად შედიხართ ტყეში და ხედავთ ცხოველს.რომელია ეს ცხოველი?
3) რა მოხდა თქვენსა და ამ ცხოველს შორის?
4) გაივლით ტყეს და გადიხართ მინდორში.ხედავთ თქვენი ოცნების სახლს.როგორია ეს სახლი?
5) აქვს თუ არა ამ სახლს ჭიშკარი?თუ აქვს, რა ზომის?
6) შეხვალთ ამ სახლში.გახვალთ სამზარეულოში.ოთახის შუაში მაგიდა დგას.ირგვლივ რახდება?მაგიდაზე თუ დევს რამე?
7) სახლიდან გადიხართ უკანა კარით.ბრუნდებით მინდორში და ბალახებში ხედავთ ჩაის ჭიქას.როგორია ეს ჭიქა, რისგანაა დამზადებული?
8) გადიხართ ბაღში, სადაც წყალსაცავია.როგორ იქცევით, როგორ გაივლით ამ წყალსაცავს?
პასუხები ნახეთ გვედრის ბოლოში.
1) ეს არის ადამიანი, ვისაც 100%ით ენდობით.მასთან ერთად ბიზნესის წამოწყებაც შეგიძლიათ.
2) ცხოველის ზომა თქვენი მატერიალური პრობლემების ზომის ანალოგიურია.
3) როგორც ხვდებით ამ ცხოველს, ისე ხვდებით ცხოვრებისეულ პრობლემებს.
4) პარატა სახლი მიგვანიშნებს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად არ იბრძვით.დიდი სახლი კი სიმდიდრისკენ სწრაფვას ნიშნავს.
5) ჭიშკრის არარსებობა თქვენს უბრალოებას მიუთითებს.მოგწონთ ახალი მეგობრების შეძენა.თუ სახლი დიდია, ესე იგი ჩაკეტილი ადამიანი ხართ და პრობლემები გაწუხებთ.
6) თუ პასუხში საკვები ან ყვავილები მოიხსენიეთ, ფულის შოვნის სწორ გზას ადგახართ.თუ არ მოიხსენიეთ არც ერთი, ესე იგი სამუშაოს ძებნისას მხოლოდ ანაზღაურება გაინტერესებთ და მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის, რა ვალდებულებას გაკისრებენ.
7) ჭიქის შემადგენლობა გამოხატავს თქვენს ურთიერთდამოკიდებულებას პირველ კითხვაში ხსენებულ ადამიანთან.რამდენადაც მყარი ნივთიერებისგანაა დამზადებული თქვენს მიერ დანახული ჭიქა, იმდენად გამძლეა და ღირებული თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა.
8) იმის მიხედვით, თუ რამდენად დასველდებით წყალსაცავის გავლისას, განისაზღვრება თქვენი ფულისადმი დამოკიდებულება.თქვენი ქცევა ზუსტად გამოხატავს იმას, თუ რამდენად მზად ხართ ფულის გამოსამუშავებლად...
როგორ ვლინდება ნევროზი
ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად - ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად ყოფენ. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე - ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა), მეორეს - ვეგეტატიური აშლილობანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები, აგრეთვე - მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილები, პროფესიული დისკინეზიები და სხვა.
ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ. ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანს ჰგონია, რომ ესა თუ ის სნეულება სჭირს, გამუდმებით შიშობს არარსებული დაავადების გამო და საკუთარი ჯანმრთ-ელობის მდგომა-რეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროზული მდგომარეობის დროს ვლინდება. ნევროზის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმეტესად - სამი სახისა: კარდიალგიური სინდრომი, გულის რიტმის დარღვევის სინდრომი და სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. ნევროზული კარდიალგია (ტკივილის შეგრძნება გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ გაივლის შესაბამისი მედი-კამენტების მიღებისას. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდისა და შესაბამისი დვრილის მიდამოში. ასეთი ტკივილის აღმოცენებისას ადამიანი გულის მძიმე დაავადებას ეჭვობს. გულის რიტმის ნევროზული დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინ-დება. ამ ტიპის დარღვევა მყარიც შეიძლება იყოს და შეტევითი ხასიათისაც. პულსის გახშირება, წესისამებრ, ფსიქომა¬ტრავმირებელ გარემოებებს უკავშირდება. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ამოვარდნები) ნევროზული დარღვევების დროს იშვიათია. ნევროზს უმთავრესად გაძლიერებული გულისცემა ან გულის გაჩერების, ერთგვარი გამოთიშვის შეგრძნება ახასიათებს. სისხლ-ძარღვოვანი დისტონია უმეტესად ნევროზის სხვა სიმპტომებს ერთვის. ის ვლინდება არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით. ამასთანავე, არტერიული წნევის მომატებისას არ აღინიშნება ჰიპერ-ტონიული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნევროზის დროს ხშირია სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სწ¬რაფად იწყებს სუნთქვას. აღმოცენდება სუნთქვითი არიტმია - სუნთქვა ღრმა ან ზედაპირული, ხშირი ან არათანაბარი ხდება. ამავე დროს, იწყება თავბრუხვევა, რაც განსაკუთრებით აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის.
ნევროზის დროს ზოგჯერ ნევროზული ლარინგოსპაზმი ან ნევროზული სლოკინი აღმოცენდება.
ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ - რამდენიმე წელიწადს. განსხვავებულია მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკაც. ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა:
ნევროზის დროს ზოგჯერ ნევროზული ლარინგოსპაზმი ან ნევროზული სლოკინი აღმოცენდება.
ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ - რამდენიმე წელიწადს. განსხვავებულია მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკაც. ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა:
- პროგრესირებადი - როდესაც ნევროზული დარღვევები დროის განსაზღვრულ პერიოდში ძლიერდება;
- რეგრესირებადი - როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება;
- სტაციონარული - როდესაც ნევროზული გამოვლინებები უცვლელია;
- ტალღისებრი - როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით;
- რემისიული - როდესაც აღინიშნება ნევროზულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგების პერიოდები.
ყურადსაღებია, რომ ნევროზით დაავადებული ერთდროულად რამდენიმე სინდრომს უჩივის. მაგალითად, იპოქონდრიულ, ასთენიურ სინდრომებს ვეგეტატიური დარღვევებითა და თანდართული ფობიებით.
დეპრესია:როცა სიცოცხლე აღარ გახარებს
დროდადრო უგუნებოდ ყოფნა ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ როცა სიცარიელისა და იმედგაცრუების განცდა ერთიანად მოიცავს ადამიანს და უსასრულოდ დიდხანს გრძელდება, ეს უკვე შეიძლება დეპრესია იყოს. დეპრესია არღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გვართმევს სიცოცხლით ტკბობის უნარს. დეპრესიული ადამიანი მუდამ დაქანცულია. მისი მდგომარეობა დღითი დღე უფრო და უფრო უნუგეშო ხდება. ძველ გატაცებებსა და მეგობრებს სიხარული აღარ მოაქვთ.
მართალია, უიმედობა დეპრესიის ნაწილია, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თვით მდგომარეობა უიმედო არ არის. დღევანდელ მედიცინას მოეპოვება მკურნალობის არაერთი მეთოდი, რომლებიც ეფექტურად უმკლავდება დეპრესიას.
შიზოფრენია
შიზოფრენია ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა. იგი ქრონიკული, პროგრესირებადი ხასიათისაა. შიზოფრენია ძირითადად იწყება 20–25 წლის ასაკში. მისი ეტიო–პათოგენეზი დღემდე დაუდგენელია. თანამედროვე მონაცემებით მას ენდოგენური ბუნების დაავადებებს მიაკუთვნებენ. შიზოფრენიის განვითარებაში წამყვანი როლი მემკვიდრეობით ფაქტორს მიუძღვის: დაავადების შემთხვევები ხშირია შიზოფრენიით დაავადებულთა ოჯახებში, მონოზიგოტურ ტყუპებში. შიზოფრენიის ეტიოლოგიაში განიხილება ნეიროტრანსმისიული თეორია, რომლის მიხედვითაც შიზოფრენიული ფსიქოზის განვითარების მიზეზი დოფამინერგული სისტემის დისფუნქციაა.
შიზოფრენიის კლინიკური გამოვლინებანი მრავალფეროვანია. გამოიყოფა მისი შემდეგი ფორმები: მარტივი ფორმა, იწყება პუბერტატულ ან პოსტპუბერტატულ ასაკში. თანდათანობით ვითარდება აქტივობისა და სოციალური ინტერესების დაქვეითება, განურჩევლობა პიროვნების გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი. წინა პლანზე გამოდის აპათია და ადინამია. ამ ფორმის დროს ჰალუცინაციური და ბოდვითიი აშლილობები ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს.
კატატონიურ ფორმას ახასიათებს მოტორული სფეროს დარღვევები – კატატონიური სინდრომის სახით. იშვიათად შეიძლება განვითარდეს კატატონიური აგზნება. სტუპოროზული აშლილობანი წარმოდგენილია კატალეფსიის, კუნთთა ჰიპოტონიის სახით. კატატონიური მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნათელი ცნობიერების ფონზე – „ლუციდური კატატონია“ ან გამოვლინდეს როგორც მეორადი აშლილობანი ცნობიერების შეცვლის დროს – „ონეიროიდული კატატონია“.
ჰებეფრენიული ფორმისათვის დამახასიათებელია: მიზანმიუმართავი დემონსტრაციულობა, ჯამბაზობა, აფორიაქება. ემოციურ–ნებითი გასადავებისა და პიროვნული აქტივობის დაქვეითების ფონზე, გუნებაგანწყობა ძირითადად აწეულია, თუმცა არაადეკვატური და არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამო. მეტყველება უხშირესად დაუკავშირებელია, წყვეტილი. აღინიშნება ფრაგმენტული ბოდვითი იდეები და ჰალუცინაციური ჩართვები. შიზოფრენიის ეს ფორმა გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით და ჭკუასუსტობის განვითარებით.
შიზოფრენიის პარანოიდული ფორმისათვის დამახასიათებელია კლინიკურ სურათში ბოდვითი და ჰალუცინაციურ–ბოდვითი სინდრომების არსებობა. ბოსვითი შიზოფრენია ამ დაავადების ყველაზე ხშირი და გავრცელებული სახეა. შემთხვევათა ნაწილში ბოდვითი სიმპტომატიკა ვითარდება მწვავედ, უეცრად. საწყის ეტაპზე არსებული დაუკავშირებელი ფრაგმენტული ბოდვითი იდეები შემდგომში ღებულობენ კონკრეტულ შინაარსს. ხშირია სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური ჰალუცინაციები და სენსორული ავტომატიზმი.
შიზოფრენიის პროცესის მიმდინარობა არაერთგვაროვანია. ამის გამო მას ჰყოფენ მიმდინარეობის ტიპის მიხედვითაც: უწყვეტად მიმდინარე შიზოფრენია, შეტევისმაგვარ–პროგრედიენტული შიზოფრენია (ხასიათდება რემისიებისთ შეტევებს შორის), რეკურენტული (პერიოდული) შიზოფრენია და ფებრილური კატატონია რომელიც ხასიათდება ტემპერატურის მკვეთრი მომატებით, გამოხატული მოტორული სტუპორით, რასაც თან სდევს ტვინის შეშუპება.
შიზოფრენიის მკურნალობა ძირითადად სინდრომულია, გამიზნულია წამყვანი ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებების ჩასაქრობათ. ფსიქოფარმაკოლოგიური საშუალებებიდან გამოიყენება ნეიროლეფტიკები, ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები, ნოოტროპული საშუალებები. შიზოფრენიის ფსიქოზურ გამოვლინებათა მკურნალობასთან ერთად, სულ უფრო დიდი როლი ენიჭება ავადმყოფთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას.
შიზოფრენიის კლინიკური გამოვლინებანი მრავალფეროვანია. გამოიყოფა მისი შემდეგი ფორმები: მარტივი ფორმა, იწყება პუბერტატულ ან პოსტპუბერტატულ ასაკში. თანდათანობით ვითარდება აქტივობისა და სოციალური ინტერესების დაქვეითება, განურჩევლობა პიროვნების გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი. წინა პლანზე გამოდის აპათია და ადინამია. ამ ფორმის დროს ჰალუცინაციური და ბოდვითიი აშლილობები ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს.
კატატონიურ ფორმას ახასიათებს მოტორული სფეროს დარღვევები – კატატონიური სინდრომის სახით. იშვიათად შეიძლება განვითარდეს კატატონიური აგზნება. სტუპოროზული აშლილობანი წარმოდგენილია კატალეფსიის, კუნთთა ჰიპოტონიის სახით. კატატონიური მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნათელი ცნობიერების ფონზე – „ლუციდური კატატონია“ ან გამოვლინდეს როგორც მეორადი აშლილობანი ცნობიერების შეცვლის დროს – „ონეიროიდული კატატონია“.
ჰებეფრენიული ფორმისათვის დამახასიათებელია: მიზანმიუმართავი დემონსტრაციულობა, ჯამბაზობა, აფორიაქება. ემოციურ–ნებითი გასადავებისა და პიროვნული აქტივობის დაქვეითების ფონზე, გუნებაგანწყობა ძირითადად აწეულია, თუმცა არაადეკვატური და არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამო. მეტყველება უხშირესად დაუკავშირებელია, წყვეტილი. აღინიშნება ფრაგმენტული ბოდვითი იდეები და ჰალუცინაციური ჩართვები. შიზოფრენიის ეს ფორმა გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით და ჭკუასუსტობის განვითარებით.
შიზოფრენიის პარანოიდული ფორმისათვის დამახასიათებელია კლინიკურ სურათში ბოდვითი და ჰალუცინაციურ–ბოდვითი სინდრომების არსებობა. ბოსვითი შიზოფრენია ამ დაავადების ყველაზე ხშირი და გავრცელებული სახეა. შემთხვევათა ნაწილში ბოდვითი სიმპტომატიკა ვითარდება მწვავედ, უეცრად. საწყის ეტაპზე არსებული დაუკავშირებელი ფრაგმენტული ბოდვითი იდეები შემდგომში ღებულობენ კონკრეტულ შინაარსს. ხშირია სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური ჰალუცინაციები და სენსორული ავტომატიზმი.
შიზოფრენიის პროცესის მიმდინარობა არაერთგვაროვანია. ამის გამო მას ჰყოფენ მიმდინარეობის ტიპის მიხედვითაც: უწყვეტად მიმდინარე შიზოფრენია, შეტევისმაგვარ–პროგრედიენტული შიზოფრენია (ხასიათდება რემისიებისთ შეტევებს შორის), რეკურენტული (პერიოდული) შიზოფრენია და ფებრილური კატატონია რომელიც ხასიათდება ტემპერატურის მკვეთრი მომატებით, გამოხატული მოტორული სტუპორით, რასაც თან სდევს ტვინის შეშუპება.
შიზოფრენიის მკურნალობა ძირითადად სინდრომულია, გამიზნულია წამყვანი ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებების ჩასაქრობათ. ფსიქოფარმაკოლოგიური საშუალებებიდან გამოიყენება ნეიროლეფტიკები, ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები, ნოოტროპული საშუალებები. შიზოფრენიის ფსიქოზურ გამოვლინებათა მკურნალობასთან ერთად, სულ უფრო დიდი როლი ენიჭება ავადმყოფთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას.
Subscribe to:
Posts (Atom)