Wednesday, 27 February 2013

როგორ დავძლიოთ სიბნელის შიში

   სიბნელის შიში.ამის აღიარების ბევრს რცხვენია მაგრამ ეს არ არის სასირცხვილო, ეს ბევრ ადამიანს სჭირს.
  პირველ რიგში მთავარია გავბედოთ! როცა შეგვეშინდება დავდგეთ სიბნელეში და იქაურობას დავუკვირდეთ,რა თქმა უნდა იქ არაფერიც არ იქნება.უნდა ვიცოდეთ რომ ის რისიც გვეშინია ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. დავუფიქრდეთ რატომ არ ეშინიათ სხვა ადამიანებს? იმიტომ რომ ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან და მიხვდნენ რომ არაფერი ხდება სიბნელეში საშიში, იგივე ნივთებია ირგვლივ რაც სინათლეში ვხედავთ.
  ამ შიშის დაძლევის მთავარი პირობა სიმამაცე და გამბედაობაა, თუ ერთხელ დაძლევ ამას შემდგომში ყოველთვის მოახერხებ.
    თქვენს სახლში რომ მართლა რამ იყოს თქვენი აზრით აქამდე არ გამოჩნდებოდა? რატომ არ ესხმის ის თავს თქვენს მშობლებს?ეს კი იმაზე მიგვანიშნებს  რომ თქვენ არაფრის  უნდა გეშინოდეთ. თქვენ თუ რამე საეჭვო გაიგონეთ და რაღაც საშინელზე დაიწყეთ ფიქრი გადაიტანეთ გონება სხვა რამეზე იფიქრეთ რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანის,ცხოველის, ან ქუჩიდან შემოსული უბრალო ხმაა.მთავარია მოინდომოთ, დაუკვირდეთ რომ იქ არაფერია, ცუდი ფიქრები და ფანტაზიები  გაფანტეთ, იფიქრეთ რამე კარგზე თუნდაც ტორტზე ან რომელიმე სასაცილო ფილმზე.თუ ამ ყველაფერს შეძლებთ თქვენ აუცილებლად აღარაფრის შეგეშინდებათ!

No comments:

Post a Comment